დედაჩემო, უნდა იყო დიდხანს!


დედაჩემო, უნდა იყო დიდხანს...

გარინდებულ ცაზე, თითქოს მწველი მზეა,
გაფენილა შალი - კუბოკრული, დედის...
მეწებება ბაგეს, ლურჯი ალუზია
იფარება გზები, მონატრების სევდით!

შეფენილა ია - ჩრდილგადაკრულ ხევზე,
მთებს ნისლები მოსავს, ვით ცხვრის თეთრი ფარა...
მზე შემომრჩა სითბოდ, შენს ჩანავლებ ხელზე-
იმ პეშვისა, პურს რომ... მიზიდავდა მამა!

წიფლის ხეზე შეჯდა მომცრო ჭროღა ჩიტი,
ჰყვება ამბად ნანახს - სიზმარს გუშინწინდელს:
რომ ვიყავით სახლში და... შენ რომ დამპირდი
სააღდგომოდ „წითელ - კრისტალონის წინდებს“!

წიფლის იქით, გულაბს, გაუხმაო ტანი,
ჰყვება ჩიტი ჭროღა, წიფელს უთრთის ტოტი,
ჰყვება, ყველა ზამთარს მარტოდ გადატანილს,
გულის ნაცვლად მტკივა, გაყინული ლოდი.

და ...ხრა დარდმა გული, როგორც მკილმა ზღუდე,
მოგონება ღუის მონატრების ალში...
როგორ მინდა წარსულს ისევ დავუბრუნდე,
ვინ დამხვდება ნეტავ, დედულეთის სახლში?!

დედაჩემის შალი, თბილი კუბოკრული,
ისე კაშკაშაა, ცას მზის ნაცვლად ადევს.
მინდა ვნახო, ვიგრძნო,არა ყურმოკრული -
სახლი, დედა... შვილი - მე რომ გამოვზარდე!

გაზაფხული მოდის, ჩემი სოფლის ეშხით,
კიბის თავში კომში დაენთება ,, ფთილად"
მონატრებას ვწერ და... კვირტებს ისხამს ხელში,
არ ვატკინო,კვირტებს, რვეულს ვფურცლავ ფრთხილად...

შეფენილა ია, ჩრდილგადაკრულ ხევზე...
მზე შემომრჩა სითბოდ,  თქვენს ჩანავლებ ხელზე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი