სასაფლაოზე


სასაფლაოზე
/მუხასთან  ახლოს/

მზით გახუნებულ ჟანგისფერ ჭიშკარს,
ხშირად,  ურდული ადევს  უტყვი, ვით...
იტანს ქარს, დელგამს ჭიშკარი, იტანს, 
უტყვია, გული  მაინც უტირის!

გაღმას, გამოღმის  ადევს საზღვარი-
ამაღლებულის თავზედ ალერდის...
და...ძველ ბუხრთან როგორც ნაცარი,
ესაა სოფლის გრძივიც, განედიც-

მოვდივართ ცრემლით, მივდივართ ცრემლად,
შორისდებული - არის  ღიმილი...
ერთი მიდის და... სხვა იბადება
ადამიანი- მიწის ყივილი!
...
მზით გახუნებულ ჟანგისფერ ჭიშკარს,
ხშირად,  ურდული ადევს  უტყვი, ვით...
იტანს ქარს, დელგამს ჭიშკარი, იტანს, 
უტყვია, გული  მაინც უტირის!



ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი