განმეორება
განმეორება... ფეხისწვერებზე შემაღლებული შემოდიოდა ოთახში დედა- მძინარეს, შუბლზე- თბილი ტუჩებით შემეხებოდა, მერე მტოვებდა. შემოკეცილი დედის ხელებით- საბანი უფრო მათბობდა მე და... მიყვარდა ფიქრში და ოცნებებში, სიმყუდროვეში განმარტოვება. ...მერე მეც, მუდამ, ფეხის წვერებზე მოსიარულე ვუვლიდი შვილებს და რომ გეკითხათ მათთვის, რომელი, დედა თუ მამა უყვარდათ უფრო, ღიმილით- ერთურთს გადახედავდნენ და... მოაფენდენ ირგვლივ მზის სხივებს, გეტყოდენ -,,მამა გენერალია" დედა -ანგელოზს უფრო ჰგავს, უფრთოს... ფეხისწვერებზე შემაღლებული შემოდიოდა ოთახში დედა! მასზე მაღალი და მასზე თბილი, სიზმარშიც არვინ დამსიზმრებია... ყველა პატარა,-გულს ნახუტები, მერე თვითონვე მშობელი ხდება, ...მერე შვილები- შვილიშვილებთან, იხსენებენ და...ასე ჰყვებიან: ფეხისწვერებზე შემაღლებული შემოდიოდა ოთახში დედა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი