წითელი პომადა


ჰო, მე ვატარებ, წითელ პომადას,
მაღალ ქუსლებს და მოდურ ტანსაცმელს...
და არასოდეს, არ მედარდება,
ვინ?ვის-რას ხდის და ანდა, რას აცმევს!

ჰო, მიყვარს, ქალში ჰაეროვნება და
ხასიათის ტიპის გრაცია
მე, მიყვარს ჩემში იყოს კომფორტი,
სულ არ მადარდებს, ვის რა აცვია...

არ ვარ თამამი, მაგრამ სულ თან მდევს
სხვისგან აღქმული თამამი მზერა,
მაგრამ მე მაინც, ჩემი მზერის და
ჩემგან აღქმულის, უფრორე მჯერა!

გაივლი ქუჩას, ვიღაცა იტყვის,
ამას რა უჭირს, სულ ასე დადის
რადგან, არ იცის პომადის იქით,
მიმალულ ღიმის და შენი დარდის...

წლებს მიაქვს მისი, რას დაგიტოვებს,
ან ,ვის დარჩება დროთა ქროლება,
წავყვებით მერე ჩვენც, ნელა-ნელა და მსგავსი ჩვენი არ გეყოლებათ...

აცადეთ ყველას, მისი საწუთრო,
ისე ატაროს, როგორც სწადია.
სიტყვა, ნათქვამი გრძელიც და მოკლეც,
ორივე მაინც დამარცვლადია...

ზოგისთვის მზეა, მისი სამშობლო,
მიწა, ველი და მწიფე თავთუხი.
ზოგისთვის, სკამი, კაბინეტი და
,,ტომ ჰილფიგერის" ბრენდის ჰალსტუხი.

მაინც მასაა, ყველა - შავ-თეთრიც,
მაღალ-დაბალიც, ჭკვიანიც, შტერიც...
და სხვისი მუქი პომადის ფერი,
რას გიშავებს, ან, მითხარ, რას გშველის?!

ჰო მიყვარს, მკვეთრი პომადის ფერი,
მაღალი ქუსლი, მხრებში გამართვა,
მე შემიძლია, რომ ამ ყველაფერს,
ჩემით ისევე თავი გავართვა...

მე, მე ვარ... შენ, შენ... და ის სხვა არის, 
სამივე ფენა ერთად მასაა...
ჰო და ატაროს, ვის რაც სწადია,
ასეა მაინც, ისე რაცაა...

ჰო, მე ვატარებ, წითელ პომადას,
მაღალ ქუსლებს და მოდურ ტანსაცმელს...
და არასოდეს, არ მედარდება,
ვინ?ვის-რას ხდის და ანდა, რას აცმევს.

ჰო, მიყვარს, ქალში ჰაეროვნება
და ხასიათის ტიპის გრაცია,
მე, მიყვარს ჩემში იყოს კომფორტი,
სულ არ მადარდებს ვის რა აცვია...
***
ჰო, მე ვატარებ, წითელ პომადას,
მაღალ ქუსლებს და მოდურ
ტანსაცმელს!


ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი