ექვსი თეთრი კლავიში


ექვსი თეთრი კლავიში...

ჩემთან ღამის ოთხია-ორი ხაზი ექვსამდე,
ვერ ვიძინებ,ფიქრს ვებრძვი... შემოჩვეულს ოდითგდან .
ყველა ტკივილს  სულისას , კვლავ მივყავარ ლექსამდე,
ფიქრში ვიდრე სიცოცხლე  აღზევდა და მოდიდდა!

 მესმის  სუნთქვა კედლების,  საკუთარ პულსს ვერ ვთვლი და...
ჩემზე მეტად  ჩემშია , დანარცხება მიწაზე.
მტკივა მხარი მარჯვენა ბოლო გადაფრენიდან,
შევცდი მიწის ხელებამ აფრენის რომ ვიწამე!

გაიწელა  საათი,  თუმცა, შვიდის ათია,
ათ წუთიან ინტერვალს,  სტრიქონები თრომბავენ...
სარკმლის მიღმა კორპუსში, მკრთალი შუქი ანთია,
შავ ასფალტში მიწამდე დემონები როკავენ!

უმთვარეო ღამიდან,  ლამის  თავდაღწეული,
გამოგონილ დარაბას   ვაცლი ტაფტის შვეულებს.
გამწყრალივით  მომცქერის , დანამული რვეული
შიგთავსიდან მკარნახობს  აზრებს, გადაჩვეულებს!

ვიხსენებ და... ვხვდები, რომ თითქმის სულ არ მქონია-
სიმშვიდეთა- აკორდი  -ექვსი თეთრი კლავიშით.
კვლავ ვიგონებ მაჟორს და მთანგავს მელანქოლია
ძველ ამბიდან ვიხსენებ მატყუარა დავრიშის!

ახლა შვიდის ოცდაცხრა-   უწყვილდება სიშორეს
ვერ დავტიე სტროფებში  ვულკანური ბოჰემა...
დამსხვრეული ოცნების, სისხლი ვერ მოვიშორე,
დამშრალ კალაპოტებში ქვები წყლებად მოღელავს!

გადარბენილ სიცოცხლეს, ვერ მოვწყვიტე თვალები-
წუხელ სიზმრად, საკაბედ ,ჩითი მსურდა მეყიდა...
ავიტანე სხეული დიდი წვალებ- წვალებით
მერე მიწად დავეცი ოცნებების ეტლიდან!

ისევ სუნთქვა კედლების, საკუთარ პულსს ვერ ვთვლი და...
ჩემზე მეტად  ჩემშია  დანარცხება მიწაზე.
მტკივა მხარი მარჯვენა ბოლო გადაფრენიდან
შევცდი მიწის ხელებამ აფრენის რომ ვიწამე!

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი