მანძილი
მანძილი... თეთრი ტეხილები, მეწამული სივრცე, ფიქრის აპოგეა - ჩემს სიშიშვლეს იცმევს! სული გაფრენილი, წამით - სხეულს იქეთ, ვერცხლის შალაშინი, დროებასთან მყიფე.... დაშრეტილი ავზი - ეროზიით სავსე, რაღაც შორეული , ნაცნობს მივამსგავსე... გადამტყდარი სიტყვა - ვერტიკალში ისრით; თოკი გაკვანძული უსხეულო კისრით... მარმაშები გიშრის ყელსაბამზე შლილი... შორი აპოგეა, ახლოს გადაშლილი... საფარველი სულის წამზე ხანმოკლეა... მეწამული ცა და თეთრი აპოგეა! ... თეთრი ტეხილები, მეწამული სივრცე; ფიქრის აპოგეა - ჩემს სიშიშვლეს იცმევს! ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი