გთხოვ დაიჯერე


* * *
თუ გადაცდება მოლოდინი - გზებს და ტრამალებს,
თუ  გუშინდელმა იმედებმა გაგყაროს  აწმყოს...
თუ მარტოობის ხმამ წარგკვეთოს ნუგეში, სასო
ნუ დაიჯერებ, მოლოდინი იოლად დაგთმობს!

ნუ დაივიწყებ, რაც არ გტოვებს, რაც მაინც გახსოვს...

თუ გიღალატეს, ნუ გაიხდი - მიეზღოს, მიზნად,
თუ უარგყოფენ, არ უარყო უარმყოფელი...
თუ არ იგრძენი - მიწა მთად და მიწავე მისხლად,
მაშინ, წამსაც კი არ მოითვლის წუთისოფელი.

შიშველი რჩება ხე და... მაინც, ის, მაინც ისხამს!

თუ შენის ნაცვლად თავს დაგხუროს, დრომ სხვათა ჭერი,
თუ  ჭას დაუშრა სარწყულებლად შენთვის წყლის წვეთი...
ცას სულ ექნება შენი წილი ერთი ნაჭერი,
იმ, ერთ ნაჭერთან სულ იქნება, შენივე ღმერთი...

გთხოვ დაიჯერე იმ მომავლის, დღეს რომ არ გჯერა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი