ამიფრინდა მინდვრიდან
ამიფრინდა მინდვრიდან ჩიტი-გვრიტი პაწია! გაზაფხულზე აპრილი - „თეთრი კულმინაცია", მარტმა ისევ დახურა ძველი კარაბადინი, სურნელება კვირტების სულზე კაბად მაცვია, თეთრად ღუის ტყემლის ხე სამშვიდობო მანდილით! ამიფრინდა მინდვრიდან ჩიტი-გვრიტი პაწია, ბალახს ნამი დაუფრთხა, დაეკიდა საყურედ... სიხარულმა დამინთო გულში გაწამაწია, მზე თვალს მჭრის და მე მაინც იმ ჩიტი-გვრიტს გავყურებ. შემომენთო სულში მზე და ღაწვებზე ალმური, გულისცემა წინ მისწრებს, ვერ ავუწყე ნაბიჯი, გულში დამჭრა აპრილმა მისივე სიყვარულით, თუ დავურჩი ამ აპრილს, რაღა მიჭირს მაისში?! ... ამიფრინდა მინდვრიდან ჩიტი-გვრიტი პაწია, ბალახს ნამი დაუფრთხა, დაეკიდა საყურედ, სიხარულმა დამინთო გულში გაწამაწია, მზე თვალს მჭრის და მე მაინც... იმ ჩიტი-გვრიტს გავყურებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი