ბროწეულისფერი სოფელი


პატარა გოგონა-ბროწეულისფერი სოფლიდან და ჭიამაია- კოკო

ერთ სოფელში,  რომელიც   ღიმილისფერ ქალაქთან ახლოს მდებარეობდა, ერთი ულამაზესი ბაღი იყო. ბაღში  ათასი ჯიშის  ხეხილი და დეკორატიული ყვავილები გაეშენებინა ღიმილისფერი ქალაქის უფროსს, რომელიც თავად სიყვარულისფერ ქალაქში ცხოვრობდა. 
ღიმილისფერი ქალაქის უფროსი-  თურმე ყოველ დილით   გამოვიდოდა სიყვარულისფერი ქალაქიდან, ჩავიდოდა ღიმილისფერ ქალაქში და იქიდან უკვე იმ სოფელისკენ  გაემართებოდა, რომელ სოფელშიდაც  მისი უსაყვარლესი და ულამაზესი ბაღი იყო.
ღიმილისფერი ქალაქის უფროსს- სიყვარულისფერი ქალაქიდან ყოველ დილით ერთი ბოღჩა სიყვარული მოჰქონდა და ღიმილისფერი ქალაქიდან ერთი ბოღჩა ღიმილი, შემოვიდოდა თუ არა, მისი საყვარელი სოფლის ულამაზეს ბაღში, შემოხსნიდა ბოღჩებს  - მზისფერ თასმას და მიმოაბნევდა ირგვლივ.
ამიტომ იყო, რომ ბაღს სულ ცისარტყელა  გადარკალვოდა  თავიდან ბოლომდე, ვიდრე დაღამდებოდა.
დაღამდებოდა თუ არა, თეთრი მტრედი- მტრედუნა შემოჯდებოდა- ბაღში ყველაზე მაღალ ნაძვზე და  გაანათებდა ბაღს. მტრედის გრუ- გრუს ძახილი ბაღის  გვერდით რომ პატარა ტბა იყო და შიგ ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ,  იმ  თევზებს  - წყალქვეშ მყოფთ  შეაფხიზლებდა, ოქროსფერი თევზები გაშლიდნენ ფარფლებს, ამოფრინდებოდნენ ტბის ნაპირზე, ლამაზ ქალწულებად  გადაიქცეოდნენ  და საამოდ ააყოლებდნენ ხმას თეთრი მტრედის გრუ- გრუს.
ისეთი საცქერი და  მოსასმენი იყო  ეს ყოველივე, გეგონებოდა 
მიწაზე კი არა ჰაერში გამოკიდებულ  ბაღში  იყავი და ირგვლივ ღრუბლები განანავებდა.
ასე იყო მანამ, სანამ სხვა სოფლიდან გამოძევებულმა ბზიკმა- ბზიკუნამ, რომელიც  ვერ შეგუებოდა:  ამდენ სიყვარულს, სიკეთეს   და ბაღისადმი მზრუნველობას  ღიმილისფერი ქალაქის უფროსიდან... სიცრუისფერი ქალაქის  უფროსი არ გაუღიზიანებია,- თავისი მომაბეზრებელი ბზუილ-ბზუილით: აქაოდა, 
შენი ქალაქიდან  ყველას ღიმილისფერი ქალაქის უფროსის  საყვარელ სოფელში გაშენებულ  ბაღში  რომ უნდა გადასვლა, გადასახლება თუ იცი?!
სიცრუისფერი ქალაქის უფროსს შეუკრავს კოპები და  ხმის ჩახლეჩვამდე დაუღრიალებია: ვინ  ყველას,  ჩამომითვალე!
_პეპლებს,  ფერად ხოჭოებს,  ციცინათელას, მტრედებს, ციყვებს, გულყვითელა ჩიტებს, გუგულებს, კოდალებს, ჭიამაიებს, ფუტკრებს, 
თევზებს,  ნამცეცა ჭიანჭველებს, დიდ ჭიანჭველებს და  თითქმის ყველას, გარდა ბებერი ფრთამოტეხილი ტოროლასი და სამფეხა კუსი.
ტოროლა ვერ იფრენს და კუ ვერ გადაადგილდება, თორემ,  ალბათ ისინიც არ დარჩებოდნენ!
_ შენ, რაღამ მოგიყვანა ჩემამდე,  უკითხავს სიცრუისფერი ქალაქის უფროსს
_ ამდენი სილამაზე თვალს მტკენს, ამდენი სიმღერა მანდაგურებს და
ღიმილისფერი  ქალაქის უფროსისადმი სიყვარული მკლავს, უპასუხებია ბზიკს.
_ მაშ, რაღად ცხოვრობ იმ სოფელში?!
_ მხოლოდ იმ სოფელმა მიმიღო, აკი შენც გამაგდე ქალაქიდან. სხვა ქალაქების და სოფლების უფროსებმა არ მომცეს უფლება მათთან ცხოვრების!
_ კარგი, კარგი, რამეს მოვ იფიქრებ მათ გასაქრობად, უთქვამს სიცრუისფერი ქალაქის უფროსს.
იმით კმაყოფილი ბზიკი- ბზიკუნა,  რომ ირგვლივ ვინც ჰყავდა  ყველა დაასმინა, დაბრუნებულა სოფლის ბაღში და თავის ამორჩეულ აკაციის ხის ფუღუროში  დაიძინა თურმე.
სიცრუისფერ ქალაქში მცხოვრებ კალიებს შეუსხამთ მხრებზე  სწრაფმქსოველი ობობები  და მთელი ღამის განმავლობაში ხტუნვა- ხტუნვით  მიადგნენ  თურმე ლამაზი სოფლის ლამაზ ბაღს. მოუძევიათ ცისფერი აკაციის ფუღუროიანი ხე, ჩამოუსვამთ ხეზე ობობები  რათა  ხის ფუღურო ამოეკეტათ. ობოები იმდენხანს ქსოვდნენ  თურმე აბლაბუდას ჯერ ჰორიზონტალურად და მერე ვერტიკალურად ვიდრე ბზიკი- ბზიკუნას ფუღუროდან გამოსასვლელი არ ამოუკეტავთ.
გათენდა თუ არა,  ერთი კარგად გაუზმორებია ბზიკ-ბზიკუნას  და გაქანებულა თუ არა ფუღუროდან გამოსაფრენად,   შიგ ფეხებით გახლართულა ათმაგად  ამოგვირისტებულ აბლაბუდაში. ვეღარც საცეცები და  აუმოძრავებია და ვეღარც ფრთები მოუშველებია. მიმხვდარა მის დანაშაულს,  ცოტა ხნით დაფიქრებულა  და მისი ნაცნობი ჭიამაია მოუძევია და გასძახა თურმე:
ჭიამაია-კოკო,სად ხარ, მომეშველე, გამოხსენი აბლაბუდები ფუღუროში, შენ ხომ სულ მეხმარებოდი?!
მიუხედავად  ადრინდელი წყენისა(ლამაზი კაბა, რომელიც ჭიამაიების მეჯლისზე უნდა ჩაეცვა კოკოს, დაუკაწრა ბზიკი- ბზიკუნამ, შენ რატომ გაქვს ხალები და მე არაო) მაინც ვერ მოუთმენია კოკოს, გაუშალია ფრთები და  ის იყო უნდა  მიფრენილიყო   ასმაგად ნაქსოვ აბლაბუდასთან, აკაციის ფოთოლი ჩამოვარდნილა ზედ თავზე დაცემია კოკოს და ბზრიალ- ტრიალით ჩაუყვანია  ვარდის კოკორთან, კოკორს გული გაუხსნია, შიგ გულში ჩაუსვია ჭიამაია- კოკო და მანამ ჰყოლია გულში ჩახუტებული ვიდრე, ბზიკი- ბზიკუნას არაქათგამოცლილი სხეულით ობობათა უფროსს ობობა- ლიკის არ ამოუვსია მუცელი.
გათენებულა თუ არა, გაუხსნია ვარდის კოკორს გული, ამოფრენილა ჭიამაია- კოკო მისი გულიდან, აუხედავს აკაციის ხის ფუღუროსკენ და... რა შეუნიშნავს ფუღუროში მზის სხივების ციმციმი,  უთქვამს: რა ცუდი სიზმარი  დამესიზმრა. ცხრა მთას იქით, ცხრა მთას იქით!
ახედავდა  თურმე ყოველ დილით აკაციის  ხის ფუღუროს, ძველი მეგობრის მოსაძევად კოკო და გაიფიქრებდა:
ნუთუ, სიცრუისფერ სოფელში  გინდოდა ცხოვრება?!
იქვე უპასუხებდა სამფეხა  კუ:  სიცრუისფერი სოფლის უფროსი ცხრა მთას იქით გადასახლდა
მას შემდეგ,  რაც  მე, ცალფრთა ტოროლა და... დანარჩენი ყველა ,,ბროწეულისფერ სოფელში" გადმოვსახლდით,
იმ სოფელში კი აღარავინ ცხოვრობს.
ამოიხვნეშებდა თურმე ჭიამაია- კოკო თან გულს ამოსყოლებდა და იტყოდა:
ბზიკო- ბზიკუნა,  მე ხომ გაპატიე, კაბა რომ დამიკაწრე, თუ სადმე ხარ, მოდი.
დაიძახებდა  თურმე თეთრი მტრედი: გრუ- გრუ, გრუ- გრუ... კოკო, როდის უნდა გაიზარდო, არადა საცაა დაბერდები?!

ღიმილისფერი ქალაქის უფროსი-  თურმე ყოველ დილით   გამოვიდოდა სიყვარულისფერი ქალაქიდან, ჩავიდოდა ღიმილისფერ ქალაქში და იქიდან უკვე იმ სოფელისკენ  გაემართებოდა, რომელ სოფელშიდაც  მისი უსაყვარლესი და ულამაზესი ბაღი იყო.
ღიმილისფერი ქალაქის უფროსს- სიყვარულისფერი ქალაქიდან ყოველ დილით ერთი ბოღჩა სიყვარული მოჰქონდა და ღიმილისფერი ქალაქიდან ერთი ბოღჩა ღიმილი, შემოვიდოდა თუ არა, მისი საყვარელი სოფლის ულამაზეს ბაღში, შემოხსნიდა ბოღჩებს  - მზისფერ თასმას და მიმოაბნევდა ირგვლივ.

...როგორ მიყვარს, ის ბროწეულისფერი სოფელი, ვინ იცის...

2026 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი