---
უჟმურო ღამევ! მახინჯო მთვარევ! ლოთის ქუჩაც ვერ გამოიარე მასსაც წაართვი მზის სითბოს სხივი შეჰბოჭე მზერა ბრმაა არწივი ღუღუ ჩამესმის შენია ვიცი ხმა არ გეკუთვნის მიზეზი იცი თეთრმა ღამურამ გაიხმაურა მთიდან გამოჩნდნენ მწვანე დათვები ციცინათელა ცაში ასულა არ ისვენებენ ურჩი ქათმები აზროვ მითხარი გათენებისავ რად გვბოძავ ნათელს არ გვტოვებ ბნელში ხელით ვატარეთ მწერების კონა ფიქრებიც ჩაქრა უკანასკნელში მიცვალებულებს ცოდვები იპყრობს მიმტევებელი ცოდვებს მოიხმობს სინათლე ყველა მწერს ერთად იპყრობს ჰარამჰანას კი სულთანი იმხობს არ იცვლის ერთი სინათლე ძილში შეცდომებს ვეძებთ უნახავ ფირში გვინდობს გვპატიობს უცხო მუდარას მოგვფენს საზიზღარ ნათელ სუდარას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი