მოგნახავ ისევ
მოგნახავ ისევ,როცა გრძნობა ტკივილს დაფარავს, ალკოჰოლს ველი მეორე ჭიქას მეტი რაღა მაქვს. ვერაფერს ვშველი, საკუთარ თავს, ტკივილს არეულს, ალბათ სულ მალე შენც მიპოვნი სადმე გარეულს. ცუდად ვიყავი,მაგრამ წამლად მხოლოდ შენ მყავდი, გელოდი ისევ მაგრამ ლოდინს არ გამოყავდი. მტკიოდა თუმცა არ ვაჩვენებდი სახალხოდ არა, მე რას მიშველის პეტრეს და პავლეს რჩევები ახლა. გელოდი ისე,თითქოს ვკვდებოდი უშენოდ მაგრამ, სული მეწვოდა ტკივილ-გარეულ მეც დავრჩი საწყლად. შველას ვითხოვდი, არვინ მოვიდა აქ ჩემს სანახავად, მე რა მიჭირდა ყველას ეკიდა ჩემ-შენსა გარდა. დრო არ ჩერდება, მიქრის და მიაქვს გრძნობები უხვი, ამ დიდსა გრძნობას მოჰყვება ხალხის წუხილიც ურჩი. შენთან მოსვლისთვის მიწევს ვიარო მე გზები ცუდი, ვიტკინო თავი,ვიგლიჯო გული დავტოვო სული. ვეღარ ეტევა ჩემი სული და ითხოვს შვებას, მარტოღა დავრჩი წყეულ ამ ტანში, ვერ ხვდები ნეტა? ვცდილობ ვიპოვო შვება სადაც მე დავრჩი ობლად, ჩამტვრეულ ხიდებს ფარად გავეგო ჯანდაბას ოხრად. გაიყინება ალბათ დარდიც ტკივილნარევი, და გადაჰყვება ამ სიყვარულს როგორც ქალღმერთი.ბოდიშს მოვიხდი ალბათ აქ მყოფ არვის არ გჯერათ, ერთ ჭიქას დავლევ უხმოდ გავალ ახლა ამჯერად,შემდგომ დავთვრები, და ვინანებ ყველაფერ ასეთს, დილით ავდგები და გავხსნი ახალ ცხოვრების კარტებს. მაგრამ შევხვდებით როცა გრძნობა ტკივილს დაფარავს, ალკოჰოლს ველი მეორე ჭიქას მეტი რაღა მაქვს. ვერაფერს ვშველი, საკუთარ თავს, ტკივილს არეულს, ალბათ სულ მალე შენც მიპოვნი სადმე გარეულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი