აღარ დავეძებ სიყვარულს
მორჩა, მივდივარ, აღარ დავეძებ სიყვარულს ნამდვილს, ქარს გავატანე მე მონატრება იმ ნაცნობ სასმისს. ნუთუ ვერ ხვდება ჩემი სატრფო, თუ როგორ მიყვარს, მთელ ჩემ სიცოცხლეს, ფეხქვეშ გავუგებ აკინძულ მძივად. დავთუთქავ, გრძნობის ალში გავხვევ, ვაწამებ ისე, რომ მის განცდებში ჩაიბეჭდოს ეს წამი ნათლად, და გავახსენდე იმ შემოდგომის სევდიან ღამეს, სადაც სანთლებს ნელნელა ჩააქრობდა ამბად. მოუთხრობდა ხალხს გრძნობებზე უხვზე და კარგზე, თუ როგორია სიყვარული, შენ როცა გტანჯავს. თავს შევახსენებ, არდავავიწყებ მეისეთ ამბებს, გულჩვილი სატირლად რომ დავდიოდი მე ჩუმი მასთან. გაიგებდა ჩემ საწინდარს, ამ გულის ტკივილს, მე უმისობა შემომჩვევია გულში თან დარდად. აწევდა ჭიქას, ადღეგრძელებდა სიყვარულს ისე, რომ ჩვენი ტრფობა ხალხს გაგიჟებულს დატევდა საწყლად. და წავიდოდით ქვეყნიდან ისე — ხელს ხელს ვახლებდით, სისხლსაც დაღვრიდით, ფიცსაც დავდებდით დარდთან თანხლებით, და დავრჩებოდით ამ გრძნობის წამლად. სულ დამავიწყდა, რომ გრძნობა არის, ცალმხრივი ურჩი. მე შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად და ამდენს ვბედავ, მთელ ჩემს ცხოვრებას მოგიძღვნი ლექსად, ვფიცავ, დაგიწერ პიესებს თეთრად, და ამ სიყვარულს — გრძნობების ელვად. იფიქრე ასე, ღმერთს უმადლობე ცხოვრება მასზე, რომ შეგახვედრა პირი, რომელიც გულს აგივსებდა თბილი კოცნებით, ლოყის ორმოებს კვლავ გაგიჩენდა, ლოყის ჯურღმულებს ამოგივსებდა. შენი კისკისით აააწიოკებს ყველა სულიერს, ყველა ზეციერს, პლანეტებს, ვარსკვლავებს... და ამ ლურჯ იებს შეპარვიათ ნათელი ფერი — დაჭკნა და ისიც გადაიკარგა, გახმა მიწაში სათიბი თელით. უცებ წავედი მე ოცნებებში, სადაც ვიყავით ნაპირზე ერთად, მე შენ გიყურე, შენ მე მისმინე, და მთვარე გავყავით ჩვენ მზესთან ერთად. მოდი, ძვირფასო, ერთად გავგიჟეეთ, გრძნობები გადმოვცეთ ჩვენ ამბის ველად, და დავარიგოთ ის წარმოდგენა, რაც ხალხს გაუქრა იმ დროს, სულ ძველად. გამოხტებიან უცოდინრები და უკვირთ გრძნობის, ტრფობისა ერთად — მათ რა იციან ეს სიყვარული, თორო პლანეტებს დატევდნენ ერთად. მე დავიფიცებ, ღვთის წინაშე ვიქნები სწორი, მე შემოგფიცავ ჩემ სიყვარულს ღმერთთან და შენთან, ოღონდ იწამე იმ გრძნობის მარადჟამს ყოფის, რომელმაც ასე დამაახლოვა მე, ურჩი, შენთან. მოდი, ერთმანეთს ვუწამლოთ გული და სული, ვიცი, კარგო, გულისსიღრმეში ეს შენც რომ გინდა. დავწეროთ ისტორია იმ დიდი ტრფობის, ზიზღით დაწყებულ ამბისა წმინდად. გადავიკარგოთ მთებში, სადაც ვიქნებით ორნი, სადაც ბუნება შეერწყმება ჩვენს ნათუთქ გულებს, და დავიჯეროთ იმ სიყვარულის, რაც ღმერთმა გვიბოძა ჩვენ, ჩუმებს, იმ დღეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი