სხვა ბარბარე


სარკეს მიღმა სხვა ბარბარე მიყურებს,
ელოდება მის თაფლისფერ, მწველ მუზებს.
გონებაში სიმსუბუქეს დაეძებს,
ნიღბებიცა ჩაიკეცა ამ წუთსვე.
სახე რაღაც ჩამოსტირის მომწუხრე,
ნიღაბს ხელი გამოჰკრა და ეწია,
ბედნიერი დასასრული გულზეც გადაიწია.
სარკეს უთხრა: რას მიყურებ მასეო,
ბედნიერი ვარ, გაიღიმე ასეო.
გაიღიმა, მაგრამ ისე რად გინდა —
ცრემლი ცრემლთან, დარდთან დარდი არია.
გულზე ხელი მიიდო და ტკიოდა,
მას ხომ მხოლოდ სიყვარული სწყუროდა.
ისევ ღმერთსა უხმო დასახმარებლად,
მხოლოდ მისი რწმენა გადაარჩენდა.
ადგა და თან სუნთქვაც იქვე შეეკრა,
სიყვარულმა თვალწინ გადაუჩეხა —
მთელი ტანი, მთელი სული, ურყევი,
მაგრამ გულში კი ყველაფერის მთუთქველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი