გამოსალმება ვაჟას


ვაჟავ მე დღეს გტევ მივდივარ, იცოდე შორსა ძალიან,
და მე შენს ამბებს მოვჰკითხავ, ჩემთან მოვარდნილ ქარებსა,
და თუ ვნახე რომ მივიწყებ, იცოდე არც შენ დაგინდობ,
იცოდე ცხენზე შეგაბამ, კივილ-კივილით აგიხმობ.
დავივიწყებ რომ მიყვარხარ, ჩუმად გიგლოვებ ძალიან,
მაგრამ სხვას არა ვანახებ, რაც მტანჯავს, და მიხარია.
ამ ჩემსა გლოვას მოჰყვება, ბევრი უაზრო წადილი,
იცი მე როგორ მიყვარხარ, არც შენ დარჩები მკლავ-თბილი.
მოგკლავ და შემდეგ მოგყვები, არა ვიცოცხლებ უშენოდ,
და მე თუ ქალი ვიყავი, რატომ დაგტოვე უჩემოდ?
ამ ფიქრებს ვერ მოვიშორებ, ტირილ-ტირილით აგიკლებ,
რატომ წახვედი იმ მიზნით, რატომ დამტოვე ქვრივი მე.
მერე ავდგები დაცემულს, მხრებზე წაგატან ხელებსა,
მაგ თბილ სხეულზე გაკოცებ, გიგლოვებ ჩემსა მხსნელელსა.
ბოლოს კი მოვალ შენამდე, მოვიკლავ თავსა ჩემითა,
რავქნა თუ მე შეგიყვარე, და ამას მოვჰყე ნებითა.
გინდ მერე მოვკვდე გინდ ახლა, ჩემთვის არცერთს აქვს აზრია,
სადაც შენ არა იქნები, მე იქა რა მიხარია?
დაე მეც მოვკვდე შენთანა როგორც სიყვარულს სჩვევია,
მზე ქალი, დიახ უშენოდ, აბა ვის უმშვენებია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი