უთქმელი განცდები


ალბათ, არ მითქვამს შენთვის არასდროს,
როგორ ეწადა ტკივილს გაქრობა.
წასვლის დღის, პირველ წამიდან ვნატრობ,
შენს სურნელს, შავ თვალებს, ეკლისფერ ზაფრანებს.
ვაი თუ ვერ ვპოვე მე შენი მზერა,
ამ გულში, სადაც სულ მყავდი თანა,
და თუ ისე გადამავიწყდი,
რომ გრძნობა ჩადნეს ამ გულში სანთლად.
დაიხურება ზეცის კარები,
გულში დარჩება ტკივილნარევი,
გულის დარდები.
თუ მაინც გრძნობებში კვლავ ჩავიძირე,
აღარ მექნება მოლოდინები,
მარადჟამს ყოფის, მარადჟამს ტრფობის,
ია ენძელას შეხმატკბილების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი