ქართული სული
ჩვენც იქ ვიქნებით, სადაცა ჯარისკაცები ხვდებიან, ჩვენც იმ ხალხისთვის ვიბრძოლებთ, ვინც გვიყვარს, ვინც გვიხარია. ყოველ სისხლს მოსდევს შემდეგნი, ოჯახი იშლის კერასა, მხოლოდ ქართველნი მივხვდებით ამ გრძნობის ნამდვილ ვნებასა. მრავალჯერ აშენებულნი, სახელმწიფოა ქართული, აქაა სულ გამოზრდილი ჯიში, ურყევნი, განთქმული. ჩვენო ბიჭებო, გმირებო, გვეამაყებით, იცოდეთ, ქართული მიწა სულ თქვენთვის ფესვიანდება, იცოდეთ! კიდევაც დაიზრდებიან თქვენი საქმისა მკეთებნი, ქართული სულის მადლისთვის სისხლიც იელვებს უძლევი. რას გვამცნობს ძველი მწერალი, დიდგორს მარადსა მყოფელსა: თურქ-სელჩუკებსა წაგება წყენად უცდიათ მაცნესთან. დმანისიც მტრებს სდომებიათ, დაგეგმეს გეგმა ბევრთ უხვი, მაგრამ მათ ვინღა აცალა — ეკვეთა სული ქართულნი! აღმაშენებელს ვადიდებ, ჩაახშო რწმენა აუგი, შექმნა და მან დაამარცხა თურქ-სელჩუკები წარუღვნი. მტერს არ სწყუროდა წაგება, ადგა და დრო თან იხელთა, და მას უწოდა უხვ ბრძოლა და ბასიანის დიდება. არც ამით მორჩნენ მსხმელები და განიზრახეს თავდასხმა, ვაშლოვანს გარს შემოესხნენ, ფარი დაჰყარეს სარაზმად. აქაც იმარჯვებს ქართული, სულს არ დასთმობენ ლაღადა — სადაც ვაჟკაცი იბრძოლებს, უთანასწორო ვინა სთქვა? ბექა ჯაყელმა იკაცა, აჯობა მტერსა ნებითა, 10 ათასი გამუსრა 500 კაცის ხელითა! და აი ასე მივიწევთ გამარჯვებისკენ ჩვენ, თქმულნი. ეს მიწა ვეღარ დაიტევს აუგ სულს მტრისას, შეთქმულნი. მარადჟამს ჩვენ შეგვეძლება ბრძოლა ქვეყნისთვის, მარდ თქმული, და აწიოკება იმ ხალხის, ვინც ჩვენ წაგვართვა ქართული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი