უიმედოდ დაქანცული


მტკივა და თითქოს გავქვავდი სრულად,
ვეღარ ვგრძნობ სითბოს, დახუნძლულს ტრფობით,
ნათითურს დავეძებ ჩემს მკლავზე სულაც,
ადრე რომ მიწვავდა ხელისგულს კოცნით.
უცაბედ გილანდე ტაძართან ლოცვად,
აღმოსთქვი სიტყვა, ცრემლებით თქმული,
მუხლმოდრეკილი დაეცი უცბად,
საშველად მიხმე, განწირულს მყოფი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი