კოწია და გაბრიელ ბაბუა
მოსჩანს ამაყად და მედიდურად მდგარი სალი კლდეები, თავზე შარავანდედად ცა დასდგომიათ, დაბლა დაბლობი თითქოს ნალივით გაწოლილა კლდეთა სადიდებლად, უცნაური არამიწიერი სურნელი ტრიალებს ჰაერში თითქოს ბუნება ემზადებაო სტუმარს ელისო, გაისმა ხმა ფრინველთა მეფის! დაეშვა მოწყვეტით სალის კლდიდან არწივი ქვეყნის ბატონი, ერთი მოხუცის სახლის თავზედ ჰკრა ირაო და კვლავ სახლისაკენ კლდისა წვერზე ჩამოჯდა მეფე ფრინველთა, აკვირდებოდა სოფლის გამოღვიძებას ამაყად მჯდომი. გამოიშალნენ ბავშვები ხტუნვითა და შეძახილებით, ბავშვებში ერთი ბიჭი გამოირჩეოდა მეტად, ხელში წიგნი დაუჭერია და თავის თანატოლებთან ამაყად მიმოდიოდა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო ხან ერთ ბავშვთან მოჰქომდა თავი ხანაც მეორესთან ამოდენა და ამდენი წიგნი მაქვს წაკითხულიო. იქვე მახლობლად ერთი მოხუცი გაბრიელ ბაბუა ცხოვრობდა, დილით ადრიანად გამოსულიყო საქონლის მოსაწველად და ქათმების დასაპურებლად, რამოდენიმე კვერცხიც დაუდიათ ქათმებს და ბაბუაც საუზმისათვის ემზადებოდა, რომ ყური მოჰკრა ამ ბიჭის ქედმაღლობას, დაუძახა მოხუცმა ბიჭს, ბაბუა რა წიგნია ეგ ხელში რომ დაგიჭერია? კარგი უნდა იყოს შენისთანა ვაჟკაცს რომ უჭირავსო. მოხუცის დაძახებაზე მიირბინა ბიჭუნამ, მიესალმა, გამარჯობა ბაბუა, ოჰო ყოჩაღ ბიჭო, ღმერთმა გაგიმარჯვოს მიუგო ბაბუამ. რა გქვია შენ გამახსენე თორემ სიბერემ თავისი დამატყო სიცილით ჰკითხა მოხუცმა, ბიჭს და თან სახლში შეიპატიჟა ჩამოვსხდეთო, დილით შენისთანა სტუმარს რა ჯობსო თან ხომ გაგიგონია სტუმარი ღვთისააო. მე კოწია ვარ ბაბუა აგერ იმ სახლში ვცხოვრობ თივის ზვინი რომ დგას. კოწია კოწია კი ვიცი სადაც ცხოვრობ სახელი ვერ გავიხსენე მიტომ გკითხე, რა ვქნა სიბერეს ვერავინ სჯობნის ვერავინ ბაბუა! დაჯექი, დაჯექი კარგი ერბო კვერცხი უნდა გაჭამო, ისეთია რომ ჰო ჰო ჰოო, ხომ გიყვარს კოწია ერბო კვერცხი? კი ბაბუა ძალიან ხოდა პური გავტეხოთ და მივირთვად თან ცოტას ვილაპარაკებთ, ხომ იცი სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი გემრიელია. აიღო კოწიამ პური, უნდა გაეტეხა, რომ მოხუცმა შეაჩერა, რას შვრები კოწია აბა ავდგეთ ჯერ უფალს სამადლობელო შევწიროთ მერე პირჯვარი გამოვისახოთ და მერე ერთი მადიანად მოვაპრიალოთ ჩვენი გემრიელი საუზმე. შესწირეს უფალს მადლობა ლუკმა პურისათვის და ყოველივესათვის შემდეგ პირჯვარიც გამოისახეს და დასხდნენ მაგიდასთან. აი კოწია ეხლა ნახე როგორი გემრიელი და მადლიანი იქნება ჩვენი საუზმე. მაპატიე კოწია ვერ გაგეცანი მე გაბრიელ ბაბუა ვარ უთხრა მოხუცმა, ვიცი გაბრიელ ბაბუა ვიცი მამაჩემი ამბობს ხოლმე თქვენზე ნამდვილი ადამიანიაო უთუოდ ღმერთმა დააჯილდოვა პატიოსნებით და ვაჟკაცობითო, გაჩერდი კოწია გააწყვეტინა მოხუცმა, მე კიარა ეე იქ, რომ ცხოვრობს გიორგი ბაბუა აი ის არის უთუოდ ღმერთისაგან ნაბოძები ადამიანი. ჭამე ახლა ჭამე თორემ გაცივდება და მერე ჩემი ცუგრია დანაყრდება შენი ერბო კვერცხით გადაიხარხარა გულიანად ბაბუამ. კოწიას ძალიან მოეწონა ერბო კვერცხი, ესეთი გემრიელი და ნოყიერი მისდღემში არ მიჭამია გაბრიელ ბაბუა. ეს იმიტომ, რომ ღმერთს მადლობა შევწირეთ და მანაც გვაკურთხა გემრიელად მიირთვითო, ეხლა კოწია შენ ხომ მოგეწონა და დანაყრდი? კი ბაბუა ძალიან მომეწონა ხოდა მოდი ეხლა ისევ სამადლობელო ვუთხრათ უფალს და დასტურად პირჯვარიც გამოვისახოთ. კარგი ბაბუა მართალი ხარ, ადიდეს უფალი სამადლობელოც გადაიხადეს და პირჯვარიც გამოისახეს. კოწია დილით შენს მეგობრებთან რომ იყავი მესმოდა თქვენი საუბარი და მიტომ დაგიძახე, კარგი ბიჭი ხარ შენ და კარგია, რომ წიგნების კითხვა გიყვარს, მაგრამ იცი რა გითხრა ჩემო კოწია? მარტო ეგ არ არის მთავარი, ბევრ წიგნებს რომ კითხულობ, რას ამბობ გაბრიელ ბაბუა, რაც მეტ წიგნს წავიკითხავ მიტ უფრო დიდი ადამიანი გავხდები აი ისეთი როგორიც შენ და ჩვენი მეზობელი გიორგი ბაბუა! ეეხ ჩემო კოწია, რომ იძახი ბევრი წიგნი მაქვს წაკითხულიო და სიამაყით თავი აგიწევნია, აგრე იოლადაც არ არის საქმე შენ რომ გგონია. აბა მამხედე აქეთა, შენ რომ წიგნები წაიკითხე მთავარი ბევრის კითხვა როდია, რომ წაიკითხე რა გაიგე, მთავარი წიგნის სულია რა უნდა რას გვასწავლის, ჯერ უნდა წაიკითხო მერმე უნდა გაიგო რა სწერია, ამის მერე უნდა მიიღო და შეითვისო ყოველივე რაც შიგა სწერია ხოდა ეგ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, როცა გაიგებ, ამოხსნი და შეითვისებ მერე შენს ყოფაში უნდა გადმოიტანო და გამოიყენო ხომ გესმის კოწია? მერე კიდენა ახლა სხვა გასაყარი გხვდება, რა საქმეში და როგორ გამოიყენებ, თუ კეთილად გამოიყენებ და სხვასაც წაადგება ეგ შენი ცოდნა, გამოდის რომ საქმეში გადმოიტანე წიგნიდან წაკითხული ესეიგი ჩვენ ხომ ვიცით რომა მთავარი საქმეა მაგრამა აუცილებლად წესისამებრ და სიკეთით ნაკეთები სამქეა საქმე! ხედავ კოწია რავარი ძნელი საქმეა, წიგნის წაკითხვა? ხოდა ამაზეა რომ ამბობენ ქრისტე მწიგნობრებმა აცვეს ჯვარსო გესმის კოწია? იმათ რომ სული ამოეცნოთ მაშინდელი წმიდა წიგნებისა აცვავდნენ ქრისტეს ჯვარს? ახლა რა გამოდის კოწია, აბა გადაავლე თვალი და თქვი რამდენი წიგნი გქონია წაკითხული? კოწია აწითლებულიყო შუბლზე ოფლის წვეთები მოადგა ყელში ბურთივით გასჩხეროდა საკუთარი თავის გაშიშვლება და ძარღვები გახეთქვაზე ჰქონდა დაჭიმული, აკანკალებული და ცრემლ ნარევი ხმით ამოილუღლუღა კოწიამ გამოდის რომ ამდენი წიგნების წაკითხვის მერე სულ მთლად უწიგნური ვყოფილვარ გაბრიელ ბაბუა, არადა ჩვენს სოფელში წიგნი არ მოიპოვება მე რომ არ წამეკითხოს, რა მეშველება ბაბუა ახლა? ოხ ნეტავ მიწა გამისკდებოდეს და შიგ ჩავვარდე! მომისმინე ბაბუა არც იმ მიწას უნდა უწიგნურის ჩაყლაპვა, ეგეთები ისედაც ბევრი ყავს ჩაყლაპულიც და ჩასაყლაპავიც ხოდა შენც ნუ იქნები მათსავით ნამეტანი გამხდარი გონებით, ხვალ რომ მორჩები შენი სახლის საქმეებს მოდი ჩემთან წამოიღე ერთი წიგნი და წავიკითხოთ თორემ მეც სულ მავიწყდება რაღაცეები, არ მაწყენს გონების გავარჯიშება კოწია რას იტყვი შენ? კოწიას სიხარულისაგან გაუნათდა თვალები თითქოს მზემ გამოანათაო გადაეხვია გაბრიელ ბაბუას და ისე მოუჭირა სიხარულისგან ხელები რამის სკამიანად გადაყირავდნენ ორივენი. კოწია, კოწია ე ბიჭო დურგლობა ხომ იცი შენ? კი ბაბუა მაგის მეტი რა ვიცი, ხოდა გამიშვი ეგ ხელები თორემ მოგიწევს ჩემი სასახლის შეკვრა გაწყობა იცოდე შენ, მოვკვდი დავიხრჩე კაცი. მაპატიე ბაბუა მაპატიე სიხარულისაგან ვეღარ მოვზომე. უყურე შენ ამას თან როგორ იცინის? რა გაცინებს შენ ბებერს რომ მოერიე ეგ ვაჟკაცობა ხომ არ გგონია? ეეხ კოწია შენ ჯეელობაში უნდა გენახე როგორი ვაჟკაცი ვიყავი, აბაა სულ ესეთი მოჩიავებული კიარ ვიყავი კოწია. კარგი კაცი ხარ შენ გაბრიელ ბაბუა ძალიან კარგი! გაჩერდი კოწია თუ კაცი ხარ ერთი, მოეშვი ბჟუტურს და დოქიდან წყალი ჩამოასხი გული გავახაროთ გული! კი ბაბუ კარგია ცივი წყალი თან ჩვენი წყაროს წყალი განსაკუთრებულია არა ბაბუ? კი კოწია კი და თუ იცი რატომ არის ესეთი მადლიანი ჩვენი წყაროს წყალი? იმიტომ რომ შენ ცხოვრობ წყაროსთან ბაბუა! ნუ მაიმუნობ კოწია! გეტყვი და მომისმინე, ადრე თურმე მეფეს ჩამოუვლია, ძლიერ მოწყურებული ყოფილა ამ წყაროსთან შეჩერებულა თავისი ამალით, რომ გაუსინჯავს ეს წყალი ძლიერ მოსწონებია და უთქვამს ლექსად თურმე, წყალი მწყუროდა მაწყლულე გემოთი გემრიელითა ღმერთმა გაკურთხოს მწყურვალის ლოცვის ძალით და მადლითა აი მის მერე ამ წყაროს შეუძენია მადლიანობა ხოდა ვინც იცის ყოველი გამვლელ-გამომვლელი ლოცავს და ლოცავს ამ წყაროს. ხედავ კოწია მეფის სიტყვას რამხელა მადლი და ძალა გააჩნია ღმერთის წინაშე? ეს რა კარგი ისტორია მომიყევი გაბრიელ ბაბუა თითქოს გონება, მაგ ისტორიას ვერ წყდება უფრო და უფრო შიგნით სიღრმეში უნდა ჩასვლაო, კი კოწია კი დაფიქრება ყველაფერს უნდა, ხომ უკვე გითხარი რა არის მთავარი ხოდა აბა ეხლა შენ იცი ღმერთმა გონებით ხომ განგვასხვავა სხვა არსებებისგან? ესეიგი გონებით უნდა ვუყუროთ ყველაფერს გესმის ბაბუა? გონებით წავიკითხოთ, გონებით მოვუსმინოთ და გონებითვე ავწონ დავწონოთ ნანახიცა და მოსმენილიც და როცა გონებიდან გულში გავატარებთ ბაბუა, მაშინ დ ავინახავთ ყო ველ ივეს. მადლობა გაბრიელ ბაბუა მადლობა, დაიღლებოდი წავალ ეხლა მე და მოისვენეთ თქვენ. რა დროის ჩემი დაღლაა კოწია მერე რა პასუხი გავცე გამჩენს კოტრიალი მინდოდა თქვა და მიტომ გავუშვი კოწია? გადაიხარხარა ბაბუამ. კოწიაც გაიბადრა სიხარულისაგან და მასაც გულიანი სიცილი აუვარდა. წამოდი გარეთ გავიდეთ ნერგი უნდა გაჩვენო ბალის ნერგი, იცი როგორი ლამაზია? ცოცხალია კოწია ცოცხალი, მართლა ბაბუა? წამოდი, წამოდი ვნახოთ თან წყალიც დავუსხათ. აბა შენ წყალი წამოიღე იმ პატარა კასრიდან, უკვე თბილიც იქნება. ხომ მოერევი კოწია გასძახა ბაბუამ, კი ბაბუ კი, აიღო ყმაწვილმა იქვე დადებული სათლი ჩაყო კასრში და ამოიღო წყალი ძლივს ძლიობით, თან თვალს ბაბუასკენ აპარებდა აინტერესებდა მიყურებს თუ არაო, მიიტანა წყალი ნერგთან დაუსხა და დააკვირდა თუ როგორ იწოვდა ნერგის ძირში მიწა წყალს, ხედავ კოწია როგორ მოსწყურებია ამ პატარა ბალს წყალი? კი ბაბუ კი ხოდა დაიმახსოვრე კარგად, ნერგსაც ისე უნდა მიხედვა მოვლა და პატრონობა როგორც პატარა ბავშვს, კი მაგრამ ბაბუა, ეს ხომ ხეა? როგორ უნდა მოვუარო? ის თვითონ გაიზრდება და გახდება დიდი ხე. ყური მიგდე კოწია, პატარა ბავშვს რომ რაიმე აწუხებს ის ხომ ვერ გეტყვის რა სტკივა ხომ? მაგრამ ის მაინც ცდილობს, დაიწყებს ტირილს ან მოიწყენს და ამით გვაგებინებს რომ რაღაც რიგზე ვერ არის, ესე არ არის კოწია? კი ეგრეა, დაუდასტურა ყმაწვილმა, ხოდა ესეა ეს პატარა ნერგიც თუ რაიმე აწუხებს და რიგზე ვერ ააქვს იმ წუთშივე შეატყობ. როგორ ბაბუა ტირილი ხომ არ იცის? არა ბაბუ არ იცის მაგრამ აი მოწყენა კი ძალიან შეუძლია, როგორ ბაბუა? როგორ და ამ პატარა ფოთლებს ხომ უყურებ როგორი ლამაზი და ცოცხლები არიან? ხოდა როგორც ხეს რაიმე გაუჭირდება მაშინათვე ფოთლებს დაბლა დახრის და სილამაზეშიც ფოთოლს ნაღველი შეეპარება ფერსაც დაჰკარგავს გესმის კოწია? ესეიგი რა გამოდის რომ ხეც თურმე ცოცხალი ყოფილა და ჩვენგან მოვლა პატრონობასა და რაც მთავარია სიყვარულს ელის, მივხვდი ბაბუა! თუ სიყვარულით გავზრდი და ვიზრუნებ მასზე ისიც რომ გაიზრდება ასევე სიყვარულით და სიუხვით მოგვცემს ნაყოფს ხომ ბაბუა? ყოჩაღ კოწია ყოჩაღ! დღეს, ხალხმა დაივიწყა რა შეუძლია სიყვარულით გაზრდილ მცენარეს, როგორ შეუძლია ის სიყვარული უკან დაგიბრუნოს და საჭიროების შემთხვევაში როგორ გიმკურნალოს გესმის კოწია? გიმკურნალოს კიდეც! მართალი ხარ ბაბუა მართალი, ვიცი მე ეგ, ბებიაჩემი ჩვენს ბაღში დაკრეფილი მცენარეებით მკურნალობს ხოლმე როცა რამეს ვიტკენ ან თუ ბზიკები მიკბენენ, ესეიგი ბებიაჩემს არ დავიწყებია ხო ბაბუ მათი სიყვარული? გახარებულმა ჰკითხა ბაბუას, არა კოწია არა ბებიაშენს დიდი სიყვარული აქვს მცენარეების სიცილით მიუგო ბაბუამ. დაიმახსოვრე კოწია რაც კი რამ არსებობს ბუნებაში ყველაფერი ადამიანისთვის არის შექმნილი ყოველივე, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ მივხედოთ და მოვუაროთ, სიყვარულით მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით მოვუაროთ და ისიც ამ სიყვარულს დაგვიბრუნებს უკან! გპირდები ბაბუა სიყვარულსა და სითბოს არ მოვაკლებ მცენარეებს. ხოდა ესეც დაიმახსოვრე, თუ იზრუნებ მათზე და თან დააკვირდები როგორ იცვლებიან, როგორ იზრდებიან და არ გამოგეპარება მათი სიხარული, თუ წუხილი, ერთ მშვენიერ დღესაც როცა უკვე გამოცდილი კაცი იქნები მათ ხმასაც გაიგებ, ისინი როგორ გესაუბრებიან და როგორ გაფრთხილებენ ისევ შენს თავზე თუ რა გაწუხებს, რა გტკივა, ან რა ხდება შენს სხეულში. გესმის კოწია? არა ბაბუა არ მესმის, ხოდა რომ გაიზრდები მერე მიხვდები ისინი შენგან მიღებული სიყვარულით სითბოთი და სიხარულით იზრდებიან შენი ენერგიით იკვებებიან და როცა შენ რაიმე შეგაწუხებს შენი ენერგიის ცვლილებით ხვდებიან და გეხმარებიან კიდეც თავიაანთი ნაყოფით. ეს ჩემო კოწია ადრე წინაპრებმა ყველამ იცოდა მაგრამ ახლა? ეეეჰ ახლა. დანაღვლიანდა ბაბუა კოწიამაც იგრძნო ბაბუის თვალებში იმედ გაცრუებისა და ნაღველის გადმოდინება. ცოტახანს იდგნენ ჩუმად და გასცქეროდნენ აზვირთებულ კლდეებს მერე კი ამოიოხრა გაბრიელმა და მიუბრუნდა ყმაწვილს, დაიხსომე ყოველივეში დევს ენერგია და ამ ენერგიებში სიყვარულის ენერგია არის უპირატესი! უძლიერესი! მაგრამ ვინაიდან ადამიანი გამოეთიშა ბუნებასთან კავშირს და დაჰკარგა მათი შეგრძნებისა და მოსმენის უნარი ბუნებამაც ზურგი აქცია, არა ნებით, არამედ იძულებით და ისევე ადამიანებისაგან იძულებით, არადა რომ ხედავდე კოწია როგორ უნდა ბუნებას, მცენარეებს, აი ამ ხეებს, როგორ ელოდებიან, როგორ სულ მოუთქმელად ელოდებიან ადამიანებისაგან სიყვარულს, რომ მათაც ისევე ისევ მათთვის გაიფურჩქნონ და მათთვის გამოიღონ ნაყოფი სიყვარულით. ეეჰ აირია კოწია აირია, ადამიანი და არია ყოველივე ქვეყანაზედ, აბა დააკვირდი კოწია რა არის დღეს დალაგებული? არაფერი ან როგორ დალაგდება თუ ადამიანმა არ დაალაგა? ბაბუ როგორ უნდა დაალაგოს ადამიანმა ყველაფერი როგორ შეუძლია ადამიანს თუნდაც ბუნების დალაგება? შეუძლია კოწია შეუძლია და თან როგორ! აი კოწია შენ რომ გყავს ლომა ხომ არის უკვე დიდი? კი ბაბუა ძალიან დიდი გახდა ჩემი ძაღლი და თან იცი როგორი კეთილია? ძალიან კეთილია ბაბუა ძალიან, ხოდა აბა შენ არ აჭამო ბაბუა ლომას საჭმელი ერთი კვირა, თან სულ ეჩხუბე ჯოხი უქნიე და წყალიც ხანდახან დაალევინე, როგორ ფიქრობ როგორი გახდება შენი კეთილი ლომა? რას ამბობ ბაბუა ეგრე როგორ გავიმეტებ, მე ის ძალიან მიყვარს, ხოდა შენც ხომ უყვარხარ? კი ძალიან ვუყვარვარ. მაგაშია საქმე შენ რაც გაეცი მისთვის სიყვარული სითბო მოვლა პატრონობა და მოფერება იმასვე გიბრუნებს უკან ხომ ეგრე კოწია? კი ზუსტად ეგრეა, აბა რაც მე გითხარი შენ რომ ეხლა ცუდად მოექცე და აშიმშილო თან ჯოხი უქნიო, ადრე თუ გვიან მასში სიყვარულს გადააჭარბებს თავ დაცვის ბუნება განწყობილება და შეიძლება გიკბინოს კიდეც, ეს მას არ უნდა რომ ქნას მაგრამ შენ აიძულე, რომ აქამდე მისულიყო გესმის კოწია? ხოდა ასეა ყოველივე ჩვენს გარშემო მთლიანად ბუნება! ამიტომ გითხარი ადამიანების ხელშია ყოველივე. აქედან გამომდინარე ადამიანებს შესწევთ ძალა დაალაგონ გარშემო ყოველივე თვით ბუნებაც!!! მივხვდი ბაბუა? მივხვდი, სიყვარული მოაკლეს ადამიანებმა, ერთმანეთსაც და ყველაფერს, მაგიტომ არის არეული ქვეყანა! ძალიან ჭკვიანი ხარ კოწია ძალიან, მადლობა ბაბუა მე როგორც შეგპირდი ისე ვიზავ სიყვარულს არ მოვაკლებ არაფერს, გადაწყვეტილია! ნახვამდის გაბრიელ ბაბუა ნახვამდის, მშვიდობა მოგცეს ღმერთმა კოწია, დაიმახსოვრე მხოლოდ სიყვარულია ყოველივე, მხოლოდ სიყვარული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი