სამი დრო ერთი ტკივილი
წარსული მაბეზარი აწმყოს, რომ მიუჩოჩდა რიდით ჩაიმუხლა: -დარდის დრო არ არის! ნუგეში ვითხოვოთო, მომავალს შეხედეს და თვალი აიხილა ახლად ნაშობარი. -რაა სათხოვარი? რაა სათხოვარი?! რაცაა აგერაა ჩვენი შექმნილი და ჩვენი ნაბოძვარი! პაპის შემზადებულს მამა რასაც ამტვრევს შვილი არ დალეწავს? აგერ კარს მომდგარი?!.. აწმყო აბეზარი მომავალს მიუჩოჩდა, რიდით ჩაიმუხლა დარდით აღარ არის. -ნუგეში ვითხოვოთო? წარსულს შეხედეს და მომავალს ყბა შეეხსნა ყინვა გამომდნარი. - რაა სათხოვარი? რაა სათხოვარი?! რაც ვარ აგერავარ ცოცხლად შესაქმნელი, ლეშად ნაბოდვარი! არვის აღარ სურდა არვის მიკარება. აღარც წარსულია, აღარს აწმყო არის. ესეც საკმარია რაც მაქვს მოგონება, მორჩა! დავასრულე თავთან საუბარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი