შენ ჩემო
ამ თვალის გუგებს სამყარო ცდება, გულს აადუღებს საამო წყენა. ნუთუ ეს არის საფასე იმის რაც ჩემში არის რაც ირგვლივ მივლის?! მხოლოდ ერთიღა დამრჩა ნარჩენი, სიყვარულია სულის სარჩენი. მე კი ამ ღატაკს, განწირულ დროთას, ამ სიყვარულის გროშები მომრჩა. მორჩა და მორჩა, რა არის ცუდი? უსიყვარულოდ წამია წუთი მე კი უბრალოდ ვითხოვე ერთი და დანათხოვარს გამიწყრა ღმერთი. თავს დავაბრალე უქმი სიტყვები და არც კი ვიცი რა გზას მივყვები. ის კი მენიშნა, მაგ ბილიკს ვცდები, რითაც მის თვალებს შევეფეთები. უნდა დასრულდეს რაც დაწყებულა! ალბათ სიცოცხლის ჟამი განსრულდა. მაშ თუ ეს არა, ვერ დავთმობ იმას რაც ჩემში ცოცხლობს რაც გულით მიმაქვს! და ან მომკალით ამ გრძნობის მტრებო პირველს გაისვრი ალბათ შენ ჩემო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი