ხარ წუხანდელი ის სავსე მთვარე..


არც მერლინ მონრო, არც ჯეინ ფონდა..
მიხმობს ლამაზი ქალის მშვენება..
შენ არ ხარ ვარდის უეკლო ჯიში..
მარტივი როა მათზე ფერება.

ხარ წუხანდელი ის სავსე მთვარე..
მხოლოდ ოცნებით, რომ არს შეხება
ხარ მოელვარე, უღრუბლო ღამე..
დაძინებამდე შენ ხარ ვედრება

დედოფლობაც კი ცოტაა შენთვის..
ჩემი ვარსკვლავი უკვე ეშვება..
არც მერლინ მონრო, არც ჯეინ ფონდა..
მიხმობს ლამაზი ქალის მშვენება..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი