"მათხოვარი"


მათხოვარი” ზის ქვაფენილზე, მზეს ეფიცხება.
მას ხელებგაწვდილს, ხურდა არა, ჩახუტება სურს
და ყველა გამვლელს, ღიმილით ის დროს ეკითხება, 
თუმც არც საათის, არც პატრონის მისი, მას არ შურს...
იხსენებს წარსულს, როცა მასაც ეჩქარებოდა,
იყო დრო, ისიც სჭირდებოდა, სადღაც, ვიღაცას
და დასუსტებულს შიმშილისგან, ელანდებოდა, 
ის ვინც ელოდა, დიდი ხნის წინ და ახლა კი ცას,
უმადური თვალებით უმზერს...
ვის საყვედურობს? - გამჩენს? იქნებ სწყევლის ბედს...
ან, სულაც სცივა და მეტ სითბოს, ევედრება მზეს.
ისევ უღიმის, ირგვლივ ყველას, ტკივილს არ აჩენს,
ათას ჭირსა და ლხინ გამოვლილს, მსოფლიოს მნახველს,
სხვისი ნასროლი სიგარეტი, უქარწყლებს ნაღველს...
და მაინც, როგორ მედიდურად უჭირავს თავი,
მარტოობასთან დაუდია, ოდესღაც ზავი...
თუმცა შიგნიდან თავისუფალს, 
აღარაფერი აღარ ადარდებს,
ამ დროს კი მივა, ვიღაც რეგვენი
და ასეთ მდიდარს, ხურდას აკადრებს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი