ჭრილობა


სადღაც მინდორში ყვავილებს ვკრიფავ
გულზე დავიწყობ ვითარცა მკვდარი
მოვწყვიტე ჩემი აზრები მიწას
გავუშვი ცაში ვითარცა ფრანი 

რამ დაარღვია ნეტავ სიმშვიდე
რამდენჯერ უნდა დამემთხვეს ქარი
რაღა მე მერგო ბედის სიმძიმე
რატომ მომეჭრა მსუბუქი ფრთანი

გავცურავ ვფიქრობ შორსაც გავცურავ
მაგრამ უეცრად დამემტვრა ნავი
ჩამოვქვეითდი წყლაში შევდექი
ვცდილობ რომ გადავირჩინო თავი

ნეტავ შემეძლოს გავქრე უეცრად 
რამდენჯერ უნდა ვათრიო გვამი
ჩემი სხეულის რომელიც დადის 
უკვე დიდი ხნის იქნება მკვდარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი