ვერ ვწყდები ფიქრებს


მე შენზე ფიქრებს ვერ ვწყდები, სიმართლე რომ ვთქვათ, არც მინდა მოვწყდე
თან შენი მზერა, გულს რომ მიხარებს, ახლიდან მბადებს, რომ ისევ მოვკვდე.

ჩემი თვალები ყოველთვის მოგძებნის
ჩრდილში დახატულ სილუეტს ვხედავ 
რომ ისევ ავაგო კოშკები ოცნების
რომ ისევ ავაგო, მაგრამ ვერ ვბედავ 

ვერ ვბედავ გითხრა რომ ისევ ძალიან
მიყვარხარ, 
მინდა რომ შევეხო შენს ნატიფ ხელებს... 
მინდა რომ გითხრა ძალიან ძალიან ვცდილობ
ვერ ვიმშვიდებ დასერილ ნერვებს 

ნერვებს რომელმაც ითმინა წუთი 
გადაქცეული ათასგვარ ამბად
ყოველ იმ წუთებს ყოველ იმ წამებს
ვიტოვებ, ვფიქრობ, ვინახავ აბგად

არ დავივიწყებ გაყინულ ხელებს
როგორ გითბობდი ორთქლით კოცნებად
მინდოდა ასე ვენახეთ ჩვენებს
მაგრამ ოცნება დარჩა ოცნებად 

შენ მიმიყვანე სწორედ იმ გზაზე
და მომიძღვენი თავი მარტო მე
შენ მე მასწავლე ეს სიყვარული 
შემდეგ ამავე გზაზე დამტოვე.



(დ.ჩ)👒

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი