სიცრუის დარბაზი


მხდალი სიტყვების დარბაზს ვეწვიე 
კავალერი ვარ ყალბი ღიმილის
პატიოსნებით მრუშებს ვერ ვძლიე
და ვინც მათბობდა ახლა გვერდს მივლის

თან ამ დარბაზში მუქები ჭარბობს
ფერთა გამები ცეკვას იწყებენ 
თითქოს ბოროტი ბოროტზე დარდობს
თითქოს კეთილის კოსტუმს იცმევენ

როცა მართლების ირგებენ როლებს 
უშნო თვალებიც სცენარს მიჰყვება 
და დავუჯერო მითხარით რომელს
მათი სიჩუმეც ზღაპრებს მიყვება 

აღარ არსებობს ღირსების კვალი 
აღარც მხედრები ქართა ველისა
აქ მამაცობას ლაჩრების გავლით
ხმლის ამოღება აღარ ეღირსა

უღირსთა საფლავს აგებენ პატივს
თვალთმაქცებს ცრუებს უგებენ კოშკებს
გამჭრიახობაც კვლავ და კვლავ არ ჭრის
თუ გინდ ესტუმრეთ ხანდაზმულ ბოშებს

შველის იმედიც ნელ-ნელა ქრება
ჩვენ მდუმარება ვარჩიეთ სიტყვებს 
და ამ დარბაზშიც მხოლოდ ის რჩება
ვინც სამოთხეში ეშმაკებს ირჩევს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი