***


მე ვერ დავწერ  ლექსს 
შენს თმებზე,
რომელიც კაშკაშებს მზეზე როგორც კაჟის ქვა.
მე ვერ დავწერ  ლექსს შენს მხრებზე,
რომელიც მოგაგონებს პირამიდებს.
და მაშასადამე, ეს არ იქნება შენი საყვარელი ლექსი.
მე ვერ დავწერ ლექსს შენს თვალებზე,
რომელიც მოჰგავს შორეულ გალაქტიკას 
რომელშიც იკარგებიან პლანეტები.
მე ვერ დავწერ ლექსს შენს მუხლებზე,
რომელიც ჭიშკარია სამოთხის ბაღის..
და მაშასადამე ეს არ იქნება შენი საყვარელი ლექსი.
მე ვერ დავწერ ლექსს ჩვენს სიყვარულზე,
რომელსაც ვერ აუშენებ ზღუდეს
მისი ზომის, და სიდიდის გამო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი