***


კოსმონავტობა მინდოდა, და გავხდი ინგლისური ენის ფილოლოგი. 
რობინ ჰუდობა მსურდა, და გავხდი ბანკირი.
მინდოდა გავმხდარიყავი საკუთარი გზის პატრონი, და ნახირს მივყვები.
ნაპოლეონობა მინდოდა, და გავხდი ვატერლო.
მეშინია..
ახლა შენ მინდიხარ და..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი