***
მსმენია ერთ კაცზე, რომელიც ძალიან კეთილი იყო, ხელგაშლილი, როგორც თუთის ხე, ყურებამდე რომანტიკოსი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა სიყვარულის. მას ყველა ქალი „ძმები გრიმების“ — „რაპუნცელი“ ეგონა, სიტყვებს კი ისე არჩევდა, თითქოს თითოეულით ვიღაცის გადარჩენა შეეძლო. თავი კი განსაკუთრებულად მიაჩნდა — სჯეროდა, რომ სხვებზე მეტად შეეძლო სიყვარული. ერთხელ ის უღრან ტყეში მოხვდა საიდანაც დაბრუნების შემდეგ მასზე ყველა ლეგენდა წყდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი