ბექა გურიელის ლექსი წერილები საქართველოს
წერილები საქართველოს მივყვები ქუჩებს, რომელიც ნაცნობია, მაგრამ ჩემი არ არის, რა უცნაური განაჩენია, მომავლის იმედი მაქვს, მჯერა არ დავრჩები, სამუდამოდ აქ არ დავრჩები! რა აღარ გავაკეთე, სამშობლო არ დამეთმო! დავბრუნდები მალე, საქართველოს დანებება არ გაბედო... დავიკარგე თითქოს სადღაც, დაბრუნების იმედი არ დამიკარგავს, აქ არც ჩემი ქუჩა, არც ჩემი ქალაქია, ვიცი, სტუმარი ვარ ამ უცხო ქალაქის, ქართველობა ძნელი რამ არის, დამელოდეთ, მალე შევხვდებით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი