სამოთხის წერილები ავტ. ბექა გურიელი
შემოდგომა დადგა და უცებ სადღაც გაქრა ზაფხული, დეკემბერიც დგება და სადღაც ქრება შემოდგომა. სნეულ ხეებს სცვივა სიბერისგან ფოთლები, როგორც შვილებს მშობლები, ბოლოს ჩვენც გაქრობა მოგველის. სადღაც ვიღაც, ალბათ, იქაც მოგველის, სადღაც ალბათ რეკენ ზარები სვეტიცხოვლის, სამების, საიდუმლო ქნარებით სამოთხისკენ მივექანები. ჩემს სადგურზე დავდექი და ზღვის ტალღებს გავცქერი, მაგრამ არ ჩანს ნავები სამოთხეში წამსვლელი. კვლავ მიწაზე დავრჩები, ნავ-სადგურზე დავდგები, სანამ მოვა ნავები სამოთხეში წამსვლელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი