უსასრულობა
არ ვწუხვარ რომ მზე არ ათბობს სხეულს, რომ ეს ქარებიც ურევენ ამინდს, შენი შეხება მაკლია მხოლოდ, შენი შეხება მაკლია წამით...მე აღარც თოვა მაოცებს ისე, როგორც პირველად რომ გნახე მაშინ, თოვლის ფიფქებით ივსება ზეცა, შენი შეხება მაკლია მაინც... მე მხოლოდ შენი შენი შეხება მინდა, მხოლოდ შენ მოგყავს ქვეყნად ზაფხული, და არაფერი არ ათბობს სხეულს, მას შემდეგ რაც კი შენ ხარ წასული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი