ქრიზანთემები
მარტოობა ჩამისახლდა სულში, დღე და ღამე შენთან ყოფნას ვნატრობ, როცა ბაღში იყვავილებს ნუში, შენ გათელილ ქრიზანთემებს დარდობ...ვერ გიტოვებ გულში ერთი წამით, შენ ყველგან ხარ ზამთარშიც კი ვარდობ, მთელ სამყაროს შემოვივლი შენთვის, შენ კი ისევ ქრიზანთემებს დარდობ...მარტოობა ჩამისახლდა სულში, თვალს ვხუჭავ და შენ დამხვდები ყველგან, ბაღში ისევ იყვავილებს ნუში, შენ კი ქრიზანთემებს დარდობ დღესაც...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი