მაისი
კვირტები ფეთქდება ატმების რტოებში, მაისი აღვიძებს ჩათვლემილ ტკივილებს, მე ვეღარ ვერკვევი ქვეყნად სხვა გრძნობებში, როცა შენს თვალებში წუხილი იძინებს...ვარდების კვირტებში ატყდება ხმაური, ვერ იტევს სამყარო თვალების მშვენებას, ფეთქდება კვირტები ჩერდება ხმაური, როდესაც შენ დაიწყებ ჩემ სულთან შეხებას...გაყინულ სხეულში იფეთქებს მაისი, მაკლიხარ, მჭირდები, მიწიდან ზეცამდე, დრო გადის და ისევ ვერაფრით ვივიწყებ, შენს თვალებს რომელსაც სიცოცხლით ვეწამე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი