ხმაური


კვირტები ფეთქდება ატმების რტოებში, მაისი აღვიძებს ჩათვლემილ ტკივილებს, მე ვეღარ ვერკვევი ქვეყნად სხვა გრძნობებში, ღამდება ხეებზე ფოთლები იძინებს...მეგონა შევძლებდი შენზე არ მეფიქრა, გულსა და გონებას გავავლე საზღვრები, გაჩენილ იარებს მალამოთ მოედე, და შენით გავლებულ საზღვრებსაც გაცდები... დარჩენილ სიცოცხლეს შენ გიძღვნი საჩუქრად, უაზროდ დაგეძებ გათელილ ფოთლებში, თუ გნახავ ახლიდან დავიწყებ ცხოვრებას, გეტყვი რომ ახდენილ ოცნებათ მოხვედი.. მხოლოდ შენ გაჩუქებ ვარდისფერ იელებს, მაისი ყოველთვის მახსენებს მე შენს თავს, დაჭრილი ირემების ხმასავით ვიქუხებ, რომ ვეღარ შეიგრძნობს ვერასდროს წყლის შესმას... ვარდების კვირტებში ატყდება ხმაური, ვერ იტევს სამყარო თვალების მშვენებას, ფეთქდება კვირტები ჩერდება ხმაური, როდესაც შენ იწყებ ჩემ სულთან შეხებას...გაყინულ სხეულში იფეთქებს მაისი, მე მაინც შენს თვალებს ვინატრებ ზეცამდე, დრო გადის და ისევ ვერაფრით ვივიწყებ, მაგ თვალებს რომელსაც ვერაფრით ვეწამე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი