ჩემი ვარსკვლავი შენს ზეცას მოწყდა...


შენ სურნელებას გაფანტავს ქარი, სიცოცხლის გზები მრუდეთ მეცვლება, მომეკეტება ზურგს უკან კარი, შენს სილუეტებს ფერი ეცვლებათ...შენ უნდა მეტად ანათო ყველგან, შენი თვალები ჯაჭვია ხიდზე, როგორ მიზიდავს ოჰ ღმერთო ჩემო, მაგ უსასრულო წამწამთა სიგრძე...შენ უნდა ზღვისფერ ღრუბლებზე იწვე, მე უნდა ვლოცო გამჩენი ღმერთი, რომ შემიძლია ასე მიყვარდე, მილიონიდან მხოლოდ შენ ერთი...მთელი საღამო გხატავდი ცაზე, შენი თვალების დამაკლდა ფერი, ფიქრში რას გრძნობდა გალაქტიონი, რატომ დაწერა ღამე და მერი...შენით ვამარცხებ სიკვდილს ბრძოლაში, წარსულის ნისლში დაგეძებ როცა, შენს დაბრუნებას არ უჩანს ბოლო, ჩემი ვარსკვლავი შენს ზეცას მოწყდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი