იასამანი
იასამნებს დაუბერავს როცა ქარი, გულისცემა სადაცაა გაჩერდება, როცა გხედავ მე მგონია ეს სიზმარი, და მგონია შენთან ერთად გათენდება...ალბათ სადმე მოყვებიან ჩემზე ამბავს, როგორ ვძლიე უშენობის ტრაგედიებს, აღარ ვიცი რა ვუღონო შენზე სევდას, შენს გამო რომ ლექსის წერას მაბედინებს...იასამნებს დაუბერავს როცა ქარი, შენს ტალღებში სურნელებად ჩაიფრქვევა, თავს დამიხრის გაზაფხულის პატარძალი, და მეტყვის რომ უშენობა არ იქნება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი