I am waiting for you


რომ არსად ჩანდა სინათლის სხივი, ვიგრძენი შენი სუნთქვა აპრილის, ისევ გაბრწყინდა გზები სავალი, ისევ აფეთქდა გრძნობა ნამდვილი... შენს თავს გიხრიდა მთელი სამყარო, თმას გისველებდა მაისის თქეში, კამელიებით გიწნავდი გვირგვინს, ტალღებს ეძინათ შენს ოქროს თმებში... სიცოცხლეს ყველგან ქონდა ხალისი, შენ ანიჭებდი გაზაფხულს ფერებს, სიყვარულია შენი თვალები, თავის მოკვლაში აცდუნებს გედებს... თუ არ გამოჩნდა სინათლის სხივი, შენი თვალებით დავამსხვრევ კედლებს, ისევ მოგძებნი სამყაროს იქით, და არასოდეს დავცინებ ჩემს ბედს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი