შენი თვალების ფერია ზეცა
შენ უნდა მეტად ანათო ყველგან, შენი თვალები ჯაჭვია ხიდზე, როგორ მიზიდავს ოჰ ღმერთო ჩემო, მაგ უსასრულო წამწამთა სიგრძე...შენ უნდა ზღვისფერ ღრუბლებზე იწვე, მე უნდა ვლოცო გამჩენი ღმერთი, რომ შემიძლია ასე მიყვარდე, მილიონიდან მხოლოდ შენ ერთი... შენში ვპოულობ სიცოხხლის აზრებს, შენს იქით თითქოს არაფერია, ის სილამაზე რასაც ვეძიებ, ის სილამაზეც სწორედ შენშია...მე მხოლოდ შენი შეხება მინდა, ატმის რტოების დამტვრევა ძირში, შენი გაფურჩქვნა არავინ ნახოს, არვინ მომტაცოს სიცოცხლის წილი...მე მინდა შენით ვისუნთქო მხოლოდ, შენ სურნელებას მივდიო ყველგან, მაგ რძისფერ კანზე შეგეხო წამით, სულში შეგიგრძნო სამყარო ფეთქვად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი