ამ წამებს შორის
სიყვარულისთვის გრძელდება ომი, მე ერთი წამით არ დამითმიხარ, შენი ხმა მესმის ამ წამებს შორის, და გავგიჟდები ისე მინდიხარ...სულის ნახვრეტით მიაგნებს ქარი, შენი თვალების უცხო ნაპირებს, გავხდები შენი თანმდევი მგზავრი, თუ უშენობა გამინაპირებს... მომეცი ხელი ვიგრძნო სინაზე, შენი თითების უსასრულობა, სიკვდილის წინაც შენს თავს ვინატრებ, მე არ მჩვევია უმადურობა...კოცნას თუ მაჩუქებ კვლავ შევძრავ სამყაროს, ჩიტები ჭიკჭიკით მორთავენ ჟრიამულს, მინდა რომ ეს გული ჩემს ნაცვლად ატარო, სიცოცხლეს გახდიდი შენ უფრი მხიარულს...მინდა რომ შტორმებმა წალეკოს ფიქრები, და შემდეგ შტორმისგან დავიცვა სამყარო, შენ ისე მიდიხარ არაფერს მპირდები, ქარბუქს და გრიგალებს მიტოვებ სანაცვლოდ...სიყვარულისთვის მომხდარი ომი, მე ვიცი კარგო შენი ბრალია, მე მხოლოდ დროსთან წავაგე ომი, წამებს შორის კი შენი თავია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი