ომი გრძელდება


სულის ნახვრეტით მიაგნებს ქარი, შენი თვალების უცხო ნაპირებს, გავხდები შენი თანმდევი მგზავრი, თუ უშენობა გამინაპირებს...
მომეცი ხელი ვიგრძნო სინაზე, შენი თითების უსასრულობა, სიკვდილის წინაც შენს თავს ვინატრებ, არ დავიჩემებ უმადურობას...არ მინდა შტორმებმა წალეკოს ფიქრები, ვერ შევლებ დავიცვა უშენოდ სამყარო, შენ ისე მიდიხარ არაფერს მპირდები, ქარბუქს და გრიგალებს მიტოვებ სანაცვლოდ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი