საით მიდიხარ...
მასწავლე შენსკენ სავალი გზები, მინდა ვიცოდე საით მიდიხარ, მე მოვალ შენთან სამყაროს გავლით, და გეტყვი როგორ ლოცვად მინდიხარ...მასწავლე როგორ გადავრჩე ქვეყნად, როცა შენს ჩრდილებს გაფანტავს ქარი, მითხარი როგორ გინატრო მეტად, როცა ტაძარში დარეკავს ზარი... არ შემიძლია რომ არ მიყვარდე, სიცოცხლეს მართმევს შენზე ფიქრები, ვიცოდე საით მიდიხარ ნეტავ, შენი სავლელი გზები ვიქნები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი