ნისლი


ნოემბრის დილას გნახე ნისლებში, მას შემდეგ ჩემში ისევ ნისლია, ბუნდოვანია სამყარო ირგვლივ, ომი გრძელდება ისევ ისვრიან...შენი თვალები დავკარგე ისევ, ჩემი მთავარი ომის მიზეზი, შენი თვალები დავკარგე ისევ, დანაღმულ ველზე ცვივა ისრები.. ვერ გხედავ ქრება შენი აჩრდილი, თვალებს ეკვრებათ თეთრი არშია, დღეს ნისლის გამო დაგკარგე ვიცი, და სევდა ცისფერ ღრუბლებს ატყვიათ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი