მზის სხივებმა მოანათეს შენს ფანჯრებში...
მზის სხივებმა მოანათეს შენს ფანჯრებში, რომ გიყურებ დაბადება მიხარია, გაზაფხული აფეთქდება შენს თვალებში, ფარდის იქით კი ნამდვილი სიზმარია...იისფერი კაბით დგახარ, მზე ზურმუხტად გეფინება, კაბის ზოლზე ვარდებია, თუ გაიხდი ეწყინება...რძისფერ კანზე ხალი გიჩანს, გიელვარებს მკერდი შველის, ლექსში რიტმას ვეღარ ვიცავ, სუნთქვით გული ისე ძგერის...ნაძერწ თითებს ახებ ფარდას, სურნელებად აქცევ ჰაერს, შენს ოთახში დანავარდებ, და შორიდან მიკლავ დარდებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი