შენს ფანჯრებში...
მზის სხივებმა მოანათეს შენს ფანჯრებში, გიყურებ და დაბადება მიხარია, გაზაფხული აფეთქდება შენს თვალებში, მე ვერ ვიგებ ცხადია თუ სიზმარია...იისფერი კაბით დგახარ, მზე ზურმუხტად გეფინება, კაბის ზოლზე ვარდებია, თუ გაიხდი ეწყინება...რძისფერ კანზე ხალი გიჩანს, გიელვარებს მკერდი შველის, ლექსში რიტმას ვეღარ ვიცავ, სუნთქვით გული ისე ძგერის...აფრიალებს შენს თემებს ქარი, შენ ფარდას წევ მალავ თვალებს, გაზაფხულის დედოფალო, იასამნის სურნელს აფრქვევ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი