ნოემბერი


ფოთლები ცაში გაფრენას ითხოვს, გარეთ ნისლია ნოემბრის თვეში, არ ვიცი სადღა ვიპოვი სითბოს, გამომელია რომელიც შენში...ფოთლები ხეებს ტოვებენ ობლად, შენს ნაცვლად ქარი ათრთოლებს ტოტებს, სულს გამიყინავს ამდენი მოცდა, ლექსად დაგიწერ რაც მინდა მოხდეს...მე მინდა ისე შევძრა სამყარო, ცივი ქარბუქი ვაქციო ცეცხლად, გაყინულ ხელზე ხელი დაგადო, მთელი სიცოცხლე რომ იყო ჩემთან...შენი თვალების ოკეანეში, მინდა რომ შენით ვიყო ავსილი, თუნდაც ჩავიხრჩო მე შენს ტალღებში, შენს გულის ფსკერზე ვნახო ადგილი...სიკვდილიც მინდა თუკი შეგხვდები, სიცოცხლეს ისე არააქვს ფასი, როგორ მიყვარხარ თვითონ ვერ ვხდები, აღაარსებობს სხვს ბედი მსგავსი...ფოთლები ცაში გაფრენას ითხოვს, წვიმის წვეთები ტირიან ხმებში, ვეღარ ვიბრუნებ დაკარგულ სითბოს, გამომელია რომელიც შენში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი