ფანჯრის მინაზე
ფანჯრის მინაზე მზის ცრემლებია, გაყინულ გულში ნაპრალებს ეძებს, ასე არავინ არ შემხებია, სული ფეთქდება თვალები გეძებს...ნეტავ იცოდე როგორ მჭირდები, ასეთი გრძნობა მზესაც აწვდება, სამყაროს იქით შენს თვალებს ვეძებ, ნაკვალევები ზეცას დარჩება...ფარდების იქით მზის ცრემლებია, სულის სიღრმიდან წვეთავს მირონი, ასე არავინ არ შემხებია, თუ ეს წარღვნაა ვეღარ გიპოვნი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი