მანძილი შენამდე


შენთან შეხვედრა არის გამოცდა, სულის ნაწილის განსაწმენდელი, გამიჭრდება სიტყვის წარმოთქმა, როცა შენ არახარ ჩემი მსმენელი...შენ სურნელებას გაფანტავს ქარი, სიცოცხლის გზები მრუდეთ მეცვლება, მომეკეტება ზურგს უკან კარი, შენს სილუეტებს ფერი ეცვლებათ...სულ შენ გეძებენ ჩემი ფიქრები, ფუნდამენტს უყრი სულის წვალებას, და თუ ვერ გნახავ რა მეშველება, როგორ გადვურჩე გარდაცვალებას...თუ შენ არ გნახე ცხადი სიზმრებით, შენს თითებს თუარ შევეხე ნატიფს, აზრი არააქვს არცერთ ჩემს სიტყვას, ვეღარ მიმოკლებს შენამდე მანძილს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი