შენი თვალები


ყოველი აზრის საწყისისა შენი თვალები, სამყარო ფეხქვეშ გამეცლება როდესაც გხედავ, შენ იწყები და არასოდეს აღარ მთავრდები, შენს იქით მხოლოდ სიკვდილია, ჯერ რომ ვერ ვბედავ... როცა მოდიხარ გაზაფხულის თან მოგაქვს სითბო, შენს სილამაზეს თავს უხრიან მარტის ნუშები, იები შენით იყვავილებს აპრილის ბოლოს, თუ უშენობას დღეს როგორმე გადავურჩები .. ბობოქარ ტალღებს მოაპობენ სადღაც ქარები, მზე ოკეანის შუა გულში ჩაესვენება, უძრავად ვდგავარ შენს მოლოდინში, წვიმის წვეთები შენს თმებს ეხება... შენი სურნელი  ტრიალებს ცაში, შენი თვალების ფერია სევდა, მე შენს ძებნაში სამყაროს გავცდი, და მოლოდინით სიცოცხლეს ვბედავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი