don't forget...


არ დაგვიწყდე თუ ოდესმე შენ დარჩი მარტო, მაშინ მინატრე გქონდეს ჩემი იმედი მაინც, მთებს გადავივლი, სამყაროს შევძრავ, ოქროსფერ წვიმით მოგირწყავ მაისს...არ დაგავიწყდე თუნდ გავიდეს წლები მრავალი, იცოდე ყველგან გულით დამაქვს შენზე ოცნება, ისევ დაგეძებ, ყველა გზებით შენსკენ მავალით, როცა სიცოცხლე წამითაც კი არ მელოდება... არ დაივიწყო, ძალიან გთხოვ არ დაივიწყო, ყოველი სიტყვა რაც კი მე მაქვს შენთვის ნათქვამი, და თუ ოდესმე შენ დარჩები ყველასგან მარტო, მე  მაინც მოვალ, თუნდაც ფერფლათ ვიყო ჩამწვარი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი