ანგელოზი
გულის ფსკერს მძიმეთ აატოკებს ფიქრი ეული, გარდასულ დღეებს წუთებივით ჩამოუვლიათ, შემომეპარა ღამე სულში ფიქრი გრძნეული, ნეტავ იმ ვარდებს უშენობით რა მოუვიდათ...ახლა მე შენი მირჩევნია წამით დანახვა, თუნდაც ვიცოდე რომ სიზმარში ისევ გაქრები, ანგელოზებმა ამიკრძალეს შენი დანახავა, მათ იციან რომ აჩრდილივით სულ თან დაგყვები...მთელი სამყარო წინააღმდეგ გამხდარა ჩემი, შენი არყოფნა აღარ ვიცი ვისი ბრალია, აღარც ის ვიცი როგორ უნდა ვიყო ძლიერი, თუ ამ ბრძოლაში დამარცხებაც შენი ბრალია...გარდასულ დღეებს შეერევათ თმაში ჭაღარა, გრძნობა ტალღებში დაცურაობს როგორც ზვიგენი, მადლობა უფალს რომ შენ არსებობ, ამ ლექსს კითხულობ და შენ მიგრძენი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი